გიორგი სიორიძე ბათუმში ე.წ. გაბერილი სიების შესახებ ოპოზიციის განცხადებაზე - არჩევნების შედეგი გამოაჩენს, იყო თუ არა მანიპულაცია - თუ ეს დადასტურდა, დიდ ზიანს მიაყენებს არჩევნებს

არჩევნების შედეგი გამოაჩენს, იყო თუ არა მანიპულაცია - თუ ეს დადასტურდა, დიდ ზიანს მიაყენებს არჩევნებს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა ბათუმში ე.წ. გაბერილ სიებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, თუ პარტიები სხვა ოლქების მცხოვრებლებს არჩევნებისთვის კონკრეტულ მისამართზე პორტირებას გაუკეთებენ, არჩევნები აზრს კარგავს.

„არსებობს კანონით გათვალისწინებული ვადები და პროცედურები, როგორ შეიძლება ადამიანის მისამართზე რეგისტრაცია მოხდეს. ამას თუ ფიქციად ვაქცევთ და განსაკუთრებით შუალედურ არჩევნებზე, როდესაც სხვაგან არ ტარდება არჩევნები და სხვა ოლქების მცხოვრებლებს პარტიები პორტირებას გაუკეთებენ არჩევნებისთვის, არჩევნები აზრს კარგავს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო