ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო - გამომდინარე აქედან, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა

უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ფორმალურად საქმე გვაქვს იმასთან, როცა უკრაინის პრეზიდენტი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო იყო - გამომდინარე აქედან, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, იმ სიტუაციის მიუხედავად, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელჩის გარშემო ხდება, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას განაგრძობს.

"ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის დამოკიდებულებაში არაფერი იცვლება. საქართველომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარი ძალიან მკაფიოდ, მყარად და ინიციატივიანად დაუჭირა და რუსული აგრესია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დაგმო.

საქართველო მიერთებულია სანქციების ყველაზე მნიშვნელოვან - ფინანსური სანქციების ნაწილზე.

საქართველო ისეთ სანქციებს ვერ განახორციელებდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოემსახურებოდა, ხოლო რუსეთის ფედერაციაზე არანაირად არ აისახებოდა. საქართველო იარაღს ვერავის ვერ მიაწოდებს, რადგან ასეთ იარაღი მას თავად არ გააჩნია. გარდა ამისა, იარაღის მიწოდება აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა, როცა ვხედავთ, ნატო და აშშ როგორ შერჩევითად ახორციელებს ამას.

უკრაინის ხელისუფლების მკაფიო და მკაცრი უკმაყოფილება ნატოსა და აშშ-ს მიმართ, რომ ცა არ იკეტება და უფრო მნიშვნელოვანი შეიარაღება არ ეძლევა, ყველასთვის რა თქმა უნდა, გასაგებია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას მოაწერა ხელი.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

"არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.

ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა