გია ვოლსკი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპას და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, დესპან დანიელ მაქსვინის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას ომების პერიოდში უკვალოდ დაკარგული და დაღუპული ადამიანების მოძიება, იდენტიფიცირება და საქართველოში ჩამოსვენების საკითხები წარმოადგენდა.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ 90-იანი წლებიდან საკმაოდ დიდი და მოცულობითი სამუშაოები ჩაატარა და უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული ადამიანების მოძიების და იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული პროცესის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო