გრიგოლ ვაშაძე - არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი ამ „კლოუნადას“, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება და რუსეთის აგრესორი ეწევა, არ ექნება

რითია გამოწვეული, რომ ასე აღელდა პუტინი და მისი საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის რეგიონში - ან ისეთი მწარე სიტუაციაა უკრაინის ფრონტზე, რომ მას რაღაც პროპაგანდისტული "გამარჯვება" სჭირდება, ან ცდილობს საქართველოს თავზე ნაჯახივით დაკიდოს სახელმწიფო დუმაში მომართვის ცნობა ან არ ცნობა,- ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას.

მისივე თქმით, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სტატუსი არ შეიცვლება.

"არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი ამ „კლოუნადას“, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება და რუსეთის აგრესორი ეწევა, არ ექნება, გამორიცხულია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რაიმე შეიცვალოს ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობაში. საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი არის ოკუპირებული, წერტილი. რა ფარატინა ქაღალდს არ უნდა დებდეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ამას მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის. რითია გამოწვეული, რომ ასე აღელდა პუტინი და მისი საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალის რეგიონში, ორი ვარიანტია, ან ისეთი მწარე სიტუაციაა უკრაინის ფრონტზე რომ მას რაღაც პროპაგანდისტული "გამარჯვება" სჭირდება, ან ცდილობს საქართველოს თავზე ნაჯახივით დაკიდოს სახელმწიფო დუმაში ამ მომართვის ცნობა ან არცნობა. ორივე შემთხვევაში ცხინვალის რეგიონის სტატუსში არც პოლიტიკურად, არც საერთაშორისო სამართლებრივად არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ჩვენს ერს, უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ვიყოთ ეკონომიკურად წარმატებული, სოციალურად დაწყნარებული და გაწევრიანებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აფხაზეთს რაც შეეხება, დღეს მათი ერთ- ერთი "დამსახურებული ლიდერი" გამოვიდა და თქვა, რომ აფხაზეთი ამ საკითხს არ იხილავდა, არ იხილავს და განხილვას არ დაექვემდებარება", - განაცხადა ვაშაძემ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის “ედინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში “სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო