გრიგოლ ვაშაძე - “ალტ-იფნო“ და მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში კანონით ასაკრძალია

“ალტ - იფნო“ და მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში კანონით ასაკრძალია - ნურავინ დაიწყებს კონსტიტუციაზე დაყრდნობასა და იმაზე ლაპარაკს, რომ ამით სიტყვის თავისუფლება დაირღვევა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, დღეს ვაშაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის იმ ნაბიჯებს მიესალმა, რაც უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა.

ვაშაძის შეფასებით, ეს პოზიტიური ნაბიჯები იყო.

“რას არ აკეთებს ხელისუფლება, ამაზე კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლებამ ან უკრაინის ადმინისტრაციამ უნდა გვიპასუხოს. არც მე და არც თქვენ არ გვაქვს იმ ხარისხის და რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც გამაგებინებს, რატომ არის ჩვენი მოკავშირე უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით“, - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს