ფრანგი მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის შეწყვეტისთვის ემზადებიან

საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის შეწყვეტისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი ეხმაურებოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებას, რომ მოსკოვი ბუნებრივ აირის მიწოდებას შეუჩერებს მათ, ვინც მისი საფასურის რუბლით გადახდაზე უარს იტყვის.

„ხვალ შეიძლება იყოს ისეთი ვითარება, რომ აღარ იქნება რუსული გაზი. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მოვამზადოთ ამ სცენარებისთვის და ჩვენ ვემზადებით”, - ამის შესახებ ბრუნო ლე მაირმა ბერლინში მის გერმანელ კოლეგასთან, რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია