დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსული გზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის

დიდი ბრიტანეთი რუსული ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდას არ გეგმავს - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა დიდი ბრიტანეთი რუსეთის მოთხოვნას ბუნებრივი აირის საფასური რუბლში გადაიხადონ, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს არ არის ის, რასაც ბრიტანეთი განიხილავს.

მანვე დასძინა, რომ ბრიტანეთი ევროპულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას აკვირდება.

ცნობისთვის, აქამდე გერმანიამ და საფრანგეთმა ღიად დააფიქსირეს, რომ რუსეთიდან შესყიდული ბუნებრივი აირის საფასურს რუბლში არ გადაიხდიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა