ხატია დეკანოიძე - „ომის პარტია“ არის, ვინც ასხივებს უძლურებას, შიშს, „ომის პარტია“ არის, ვინც საერთოდ არაფერს ასხივებს, „ომის პარტია“ არის ის, ვინც პუტინს არასწორ გზავნილებს უგზავნის

„ქართული ოცნება“ არაფერს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს ანექსია შეიძლება კიდევ ერთხელ დაიწყოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სურს, რომ რუსეთთან ომში უკრაინა დამარცხდეს, რაც ასე არ მოხდება.

„პუტინი დამარცხდება უკრაინაში, დამარცხებულია უკვე, სამწუხაროდ ეს არის უკრაინელების სისხლის ფასად, ჯარისკაცების თავდადების ფასად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს, შინაგანად უნდათ, რომ უკრაინა დამარცხდეს, ასე ვერ მოხდება. უკრაინელების თავგანწირვა, როდესაც საკუთარ სახლებს იცავენ, იმდენად დიდია, რომ წარმოუდგენელია, ეს ადამიანები დამარცხდნენ. ისინი ხვდებიან და სწორედ ამიტომ აქვთ პოლიტიკური დემაგოგია, უფრო მძიმე ფაზაში გადავიდნენ. სამწუხაროდ, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ საქართველოს ანექსია შეიძლება კიდევ ერთხელ დაიწყოს დღეს, ხვალ. საერთოდ განცხადებაც კი არ გაუკეთებია ღარიბაშვილს. „ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა თქვა, დაველოდოთ, რუსეთი რას იტყვისო. ზოგადად, რუსეთის გარეშე ეს მარიონეტული რეჟიმები არაფერს აკეთებენ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაც შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ომის პარტიაა და აღნიშნა, რომ ომის პარტია, პირველი რიგში, თვითონ „ქართული ოცნებაა.“

„ომის პარტია არის, ვინც ასხივებს უძლურებას, შიშს. ომის პარტია არის ის, ვინც საერთოდ არაფერს ასხივებს. ომის პარტია არის ის, ვინც პუტინს არასწორ გზავნილებს უგზავნის. შევახსენებ ჩემს კოლეგებს, მათ შორის „ქართული ოცნებიდან,“ რომ ისინი არიან ადამიანები, ვინც ქვეყანაში ღიად შექმნა დივერსიული ჯგუფი, რომელიც ფინანსდება რუსეთიდან, ე.წ. „ალტ-ინფო“ და ეს ჯგუფი, რომლის ვებ-გვერდები კრემლთან მიმდებარე ტერიტორიიდან იმართება. ამ დივერსიულ ჯგუფს, საკუთარ განშტოებას 5 ივლისს საშუალება მისცა, რომ ეცემა და მოეკლა ჟურნალისტი. ეს არის პარტია, რომელიც ღიად დივერსიულ ჯგუფს გადაეფარა, ჟურნალისტის სიკვდილის შემდეგ, არ დააკავა და არ დასაჯა ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი ამითაც კრემლს გზავნილებს უგზავნიან. ომის პარტია, პირველი რიგში, თვითონ არიან. „ალტ-ინფოს“ ხელდასმულობით, მოსკოვს ეუბნებიან, რომ „მე ამას არ დავსჯი, რადგან მერე ვიცი, რომ თქვენ ჩვენ დაგვსჯით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი არის საქართველოს ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები.

„ჩვენ გვახსოვს ელჩის გაწვევა კონსულტაციებზე, რაც არის დიპლომატიურად უფრო სხვა, ვიდრე ახლა, ელჩის უფლებამოსილების შეწყვეტა, რასაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ეს მოხდა საქართველოს ხელისუფლების და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის განცხადების გამო, რაზეც ის ძალიან მკაფიოდ და არაკონტრასტულად, პირდაპირ ამბობდა, რომ „ჩვენ სანქციებს არ შევუერთდებით.“ ხელისუფლების განცხადება, „ჩვენ სანქციები, რომ დავუწესოთ, უფრო დავზარალდებით,“ არის თავიდან ბოლომდე ტყუილი. ჩვენ ნაწილობრივ საერთაშორისო სანქციებს შეერთებული ვართ და ამას მოწმობდა ეროვნული ბანკის განცხადება. პრემიერ-მინისტრის განცხადება სწორედ კონკრეტული გზავნილი იყო. არ უთქვამს, რომ ან „განვიხილავთ“, ან „ვიმსჯელებთ,“ ეს იყო პირდაპირ, კრემლისთვის გასაგებად გათვლილი გზავნილი. პირველი იყო სანქციები, რამაც ელჩის კონსულტაციებზე გაწვევა გამოიწვია, მეორე იყო მოხალისეებთან დაკავშირებით, მესამე, ეს იყო საკმაოდ არასოლიდარული განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მიმართ და ბოლო პერიოდში, ანტიზელენსკის და ანტიუკრაინული სახელმწიფოს, ანუ ხელისუფლების პროპაგანდა გაჩნდა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება