ავსტრალიის პრემიერი - ჩვენ არ ვაგზავნით უკრაინაში მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ვაგზავნით იარაღს, საბრძოლო მასალებს, გავაგზავნით ჩვენს ჯავშანმანქანებსაც

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალია უკრაინაში Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას გაგზავნის.

”ჩვენ არ ვაგზავნით უკრაინაში მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, ვაგზავნით ჩვენს საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯავშან ჟილეტებს. გავაგზავნით ჩვენს ჯავშანმანქანებს, ჩვენს Bushmaster-საც“, - განაცხადა მორისონმა.

მისი თქმით, ჯავშანმანქანებს უკრაინაში Boeing C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადააგზავნიან. ამასთან, ავსტრალიის პრემიერმა არ დააკონკრეტა, რამდენი ჯავშანმანქანა გაიგზავნება, ან როდის.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ავსტრალიის პარლამენტს მიმართა და ავსტრალიური წარმოების Bushmaster-ის მანქანების მიწოდება ითხოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა