დიმიტრი მედვედევი - რუსეთი საკვებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საკვებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს „მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის“.

მისი თქმით, „საბედნიეროდ, რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი სულაც არ არიან ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში".

„სოფლის მეურნეობის პროდუქტების საფასურის გადახდას მეგობარი ქვეყნები შეძლებენ როგორც რუბლში, ასევე მათ ეროვნულ ვალუტაში“,- განაცხადა მედვედევმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026