მამუკა მდინარაძე - რუსეთისთვის სანქციების დაწესებას შესაძლებელია ჰქონდეს ნული ეფექტი - საქართველოსთვის ეს შეიძლება იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ამ სანქციებით გამოწვეული ზიანი შეიძლება იყოს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ბრუნვის სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში, თუმცა, საქართველოსთვის ეს შეიძლება იყოს გამოუსწორებელი ზიანი.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს რეალურად არის ანტისანქციები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ რუსეთისთვის ამ სანქციების დაწესებას, შესაძლებელია ჰქონდეს ნული ეფექტი რუსეთთან მიმართებით. გამოწვეული შესაძლო სავარაუდო ზიანი შეიძლება იყოს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ბრუნვის სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში. თუმცა, საქართველოსთვის ეს შეიძლება იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი. ჩვენ ამას სავსებით მართებულად ვუწოდებთ ავტოსანქციებს და სანქციებს, რომელიც მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ადგილი არ ექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა