გიორგი კანდელაკი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს არა ჩვენი ინტერესების წინ წამოსაწევად, არამედ მთავრობისთვის ნამუსის მოსაწმენდად

მინდა კითხვით მივმართო საქართველოს ხელისუფლებას - რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნის პირობა საქართველოს დეოკუპაცია რომ იყოს, ეს ანექსიის რისკებს შეამცირებდა თუ გაზრდიდა? ეს კარგი იქნებოდა თუ ცუდი? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ხელისუფლებას პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსა და „რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის შესაძლო ანექსიის“ შესახებ ისაუბრა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მაღალ დონეზე აღარ დგას, საქართველოსთვის რისკები გაზრდილია.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ საუბრობენ ოკუპირებული ცხინვალის შესაძლო ანექსიაზე. ეს ადრეც თქმულა, თუმცა ახლა არის განსხვავებული ვითარება - არ ვიცით, ეს მართლა მოხდება თუ არა. იმ მოცემულობის პირობებში, როცა საქართველოს საკითხი დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე აღარ დგას, რა თქმა უნდა, რისკები საქართველოსთვის გაზრდილია.

მე მინდა კითხვით მივმართო საქართველოს ხელისუფლებას - დღეს, იმ ძალიან მტკივნეული სანქციების სიაში, რომელიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს, სანქციების მოხსნის პირობა საქართველოს დეოკუპაცია რომ იყოს, ეს ანექსიის რისკებს შეამცირებდა თუ გაზრდიდა? ეს კარგი იქნებოდა თუ ცუდი? თუ კარგი იქნებოდა, მაშინ რატომ არ არის სანქციების ჩამონათვალში ჩვენი საკითხი.

მეორე კითხვა, რომელიც ხელისუფლებასთან მაქვს - მიმართა თუ არა საქართველოს საკითხის სანქციების სიაში შეტანის მოთხოვნით დასავლელ ლიდერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა? თუ არ მიმართა, რატომ? რამ შეუშალა ხელი ჩასულიყო ვაშინგტონში, ბერლინში, ლონდონში. ამ დროს ქვეყნისთვის გაზრდილი რისკების ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს არა ჩვენი ინტერესების წინ წამოსაწევად, სანქციების სიაში ჩვენი საკითხის ჩასასმელად, არამედ მთავრობისთვის ნამუსის მოსაწმენდად. გუშინ განაცხადა CNN-ის ეთერში, რომ ჩემი და მთავრობის პოზიციები არ განსხვავდება უკრაინის ნაწილშიო და რაც მთავარია, არ მოითხოვს, ჩვენი საკითხის სანქციების სიაში ჩასმას. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ რაოდენ მცდარია ზურაბიშვილზე ფსონის დადება, მისი იმედად წარმოჩენა და რაოდენ საზიანოა სიტუაციის გაბუნდოვნება, რომელსაც CNN-ზე მისი გუშინდელი გამოსვლა ემსახურებოდა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს