ზუგდიდში, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ პირების პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაკავებულების უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი ბ. თ ბრალს არ აღიარებს და საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ჯ. ქ-ს, ის თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის დროს დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ხელყუმბარა.

ჯ.ქ.-ს და ბ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა ზუგდიდში, ერისთავის ქუჩაზე 30 მარტს მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა