თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ამასთან, საუბრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ ინტეგრაციას და რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს".
ირაკლი ბერაიას თქმით, "შვედეთის სამეფოსთან ურთიერთობების გაღრმავება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია".