„ფაიზერით“ აცრა ამ დროისთვის შეჩერებულია - შესაბამის ვებ-გვერდზე მოქალაქეებს მხოლოდ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ არჩევა შეუძლიათ

მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე "ფაიზერის" ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა არ აქვთ.

ამ დროისთვის საიტზე მხოლოდ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა არის ხელმისაწვდომი.

აღნიშნულის მიზეზია ის, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებდნენ, „ფაიზერის“ ვადაგასული დოზების ამოღება ახლა მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ახალ დოზებს, როგორც დაანონსებული იყო, ახალი დოზები მარტის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა ახალი პარტიის მიღების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის