შალვა პაპუაშვილი - დღეს ხალხი არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ ბათუმსა და რუსთავში, არამედ იმაზე, რაზეც დისკუსიის შექმნის მცდელობა იყო, მათ შორის საქართველოს პოზიციონირებაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ

ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებთან შუალედური არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა და უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაცია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბათუმში „ქართული ოცნების“ ლიდერებიც იმყოფებიან, რათა რაიმე ექსცესი არ მოხდეს.

„ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ, რომ არის დაძაბულობის მცდელობა. ამიტომ, ვნახოთ. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ლიდერებიც იმყოფებიან ბათუმში, რათა ასეთი ექსცესები არ მოხდეს. ყველას მოვუწოდებ, მიიღოს ის არჩევანი, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი გააკეთებს. დღეს ქართველი ხალხი არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ ბათუმსა და რუსთავში, არამედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ბოლო პერიოდში იყო ქვეყანაში დისკუსიის შექმნის მცდელობა, მათ შორის საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ. დღეს რუსთაველი და ბათუმელი ამომრჩევლები ამ საკითხზეც გასცემენ პოლიტიკურ პარტიებს პასუხს, რომელ მხარეს არიან და როგორ პოლიტიკას უჭერენ მხარს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამომრჩევლები „სწორ არჩევანს“ გააკეთებენ.

„ვხედავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. საინტერესოა იმ კუთხით, რომ ბათუმში სრულად ელექტრონული ტექნოლოგიებით ტარდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მოხდა პილოტირება, ახლაც ხდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება დაგვეხმარება, რომ საბოლოო ჯამში, სრულად ელექტრონულ ხმის მიცემის პროცედურაზე გადავიდეთ.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც, ჩვენს მოსახლეობას საკმარისი დრო ჰქონდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხედა იმ პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, რომელიც არსებობს საქართველოში და გამოეტანა დასკვნა - ვინ არის ამ ქვეყანაში განვითარების, წინსვლის, ქვეყნის ინტერესებზე ფიქრის მხარეს და ვინ არის ამ ქვეყანაში არეულობისა და უკუსვლის მომხრე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა