იაროსლავ კაჩინსკი - პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს

პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს , - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ბირთვული რაკეტების პოლონეთში განთავსება მოსკოვს მნიშვნელობას შეაკავებდა.

კაჩინსკის განცხადებით, ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ეს რეალობა შეცვალა.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 150 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს. ცნობისთვის, ამჟამად ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

როგორც გამოცემა Welt am Sonntag წერს, აშშ-ის ხელისუფლებას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია