პრემიერი - ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება, მე და ჩემი გუნდი ვხელმძღვანელობთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე - წინდაუხედავობა აღარ უნდა გამოვიჩინოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ის ამ გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„პირველივე დღეს, დღესაც და ხვალაც, ყოველთვის და ყველაგან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებ. ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ინტერესებისთვის მისაღები, მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ნათქვამი და მინდა, ჩემი ეს სიტყვა მკაფიოდ იყოს გაგებული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველომ პოლიტიკურ დონეზე, ყველა ფორმატში უკრაინას მხარი დაუჭირა, იქნებოდა ეს გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ეუთო თუ სხვა.

თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება.

„რაც შეეხება სანქციებს, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება. მე და ჩემი გუნდი ამ გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ დაგავიწყდებათ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვიქცეთ ჩვენი ხალხის მიმართ. ჩვენ 30 წლის განმავლობაში 3 ომი გადავიტანეთ, ამ ომში სამწუხაროდ და საუბედუროდ, ასეულობით ადამიანი დაზარალდა, ათი ათასობით დევნილი გვყავს საკუთარ ქვეყანაში. ეს უნდა შეჩერდეს და ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, წინდაუხედავობა აღარ უნდა გამოვიჩინოთ.

ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობაზე ორიენტირებული და დაფუძნებული. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ომი არავის სჭირდება, ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერიო პატრიოტი ხელისუფალი ყველაფერს უნდა აკეთბდეს, რომ ყველაზე დიდი უბედურება და განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და ხალხს. მე ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვმოქმედებ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა