გიორგი გახარია - შეძრული ვარ ბუჩაში რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობებით - არავინ  უნდა დარჩეს დაუსჯელი საშინელი ომის დანაშაულებისა და არაადამიანობისთვის

"საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, "სასტიკი მკვლელობებით" შეძრულია.

გიორგი გახარიას თქმით, არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

"შეძრული ვარ ბუჩაში რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობებით. სამართალი უნდა აღსრულდეს და არავინ დარჩეს დაუსჯელი ამ საშინელი ომის დანაშაულების და არაადამიანობისთვის", -წერს გახარია.

უკრაინული მხარე გათავისუფლებულ ქალაქებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და რუსი ოკუპანტების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობეზე, გაუპატიურებაზე, ძალდობისა და სასტიკი მოპრყობის შესახებ საუბრობს. მედიაში ვრცელდება კადრები და ფოტოები რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქ ბუჩადან, რომელზეც ქალაქში არსებული ვითარება და მოკლული ადამიანებია აღბეჭდილი. დასავლური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ მათი ჟურნალისტები მომსწრე გახდნენ "აღმაშფოთებელი სცენების", მათ შორის სამოქალაქო ტანსაცმელში ცხედრების, რომელიც გზაზე იყო მიმოფანტული, ზოგიერთს ზურგზე ხელები ჰქონდა შეკრული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულს გენოციდი უწოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო