გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა უნდა განიხილოს

ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა უნდა განიხილოს,- BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

მან რუსეთის ძალების ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეზეც ისაუბრა აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

„პასუხი უნდა იყოს. ასეთი დანაშაულები არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი," - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი და მისი მხარდამჭერები "იგრძნობენ თავიანთი ქმედებების შედეგებს".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია