კახა კუჭავა - წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი, რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოკუპანტი რუსეთი უკრაინაში იგივე მეთოდებს იყენებს, რაც საქართველოში გამოიყენა.

როგორც კახა კუჭავა "ტვიტერზე" წერს, რუსეთის სასტიკი ქმედებები მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს.

„წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი, რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე. საქართველოს ახსოვს ჩვენი წამებული გმირები და ოკუპანტი იყენებს იგივე მეთოდებს, რომლებიც სასტიკია, უღირსია და ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას“,- წერს კუჭავა „ტვიტერზე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს