შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, აშშ-ში საქართველოს ელჩი იყოს არა მხოლოდ დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, არამედ ასევე პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირი

აშშ-ში საქართველოს საელჩო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საელჩოა - მნიშვნელოვანია, აშშ-ში საქართველოს ელჩი იყოს არა მხოლოდ დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, არამედ ასევე პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირი, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აშშ-ი საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო აშშ-ი საქართველოს საელჩო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.

დავით ზალკალიანი მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიპლომატია. როგორც მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატების სამინისტროა. მათ შორის მინისტრის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს.

როდესაც პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იღებდა, ვვარაუდობ, რომ სწორედ ის იყო კრიტერიუმი, რომ აშშ-ში ძლიერი დიპლომატი გვყოლოდა, რათა უსაფრთხოების რთული მდგომარეობიდან გამომდინარე იყოს ძლიერი საელჩო, ძლიერი ელჩით სათავეში. გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს ილია დარჩიაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანია, რომელსაც ასევე აქვს დიდი გამოცდილება სახელმწიფოს მართვის საკითხებში.

“მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა