ვახტანგ კაპანაძე - ჩვენ ბუჩას მსგავსი ბარბაროსობა და ვანდალიზმი აფხაზეთში ვნახეთ - არანაკლები იყო აფხაზეთში, რომელიც სამწუხაროდ, იმის გამო, რომ იქ ჩვენ აღარ ვიყავით, ისე ვეღარ წარმოვაჩინეთ, როგორც უნდა წარმოგვეჩინა

ჩვენ ბუჩას მსგავსი ბარბაროსობა და ვანდალიზმი აფხაზეთში ვნახეთ. არანაკლები იყო აფხაზეთში, რომელიც სამწუხაროდ, იმის გამო, რომ იქ ჩვენ აღარ ვიყავით, ისე ვეღარ წარმოვაჩინეთ, როგორც უნდა წარმოგვეჩინა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" "ჯეოქესის" ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში განხორციელებული მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა რუსულ შეიარაღებულ ძალებში დაბალ დისციპლინაზე, ჯარისკაცების ფსიქოლოგიურ მოუმზადებლობაზე და შეიარაღებული ძალების არასწორ მართვაზე მიუთითებს.

"ასეთი ბარბაროსობა ძირითად, სამოქალაქო ტიპის ომებისთვის არის დამახასიათებელი, როდესაც იდეოლოგიური წინააღმდეგობაა და ძალიან ახლო ადამიანები ერთმანეთს ეომებიან. ჩვენ მსგავსი აფხაზეთში ვნახეთ. არანაკლები ბარბაროსობა და ვანდალიზმი იყო აფხაზეთში, რომელიც სამწუხაროდ, იმის გამო, რომ იქ ჩვენ აღარ ვიყავით, ისე ვეღარ წარმოვაჩინეთ, როგორც უნდა წარმოგვეჩინა.

აქ საინტერესოა ფსიქოლოგიური მომენტი - მიახლოებულია სამოქალაქო ომთან. ფაქტობრივად ის ხალხი, რომელიც უკრაინელებს ეომებიან, თვლიან, რომ როგორ შეიძლება უკრაინაში იყოს სხვა ხალხი, სხვა გაგება, როდესაც ჩვენ ძმები ვიყავით და როცა ხვდებიან წინააღმდეგობას, ერთგვარი გაბოროტება, შურისძიება და მსგავსი ქმედებები ხდება, რაც სისასტიკეში გადადის.

აქ სუფთა სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის დაბალი დისციპლინა რუსულ შეიარაღებულ ძალებში. აი, ასეთი რაღაცები რომ ხდება, ჯარისკაცის ფსიქოლოგიურად მოუმზადებლობაზე, ჯარისკაცის, შეიარაღებული ძალის არასწორ მართვაზე მიუთითებს. თუ ეს გეგმურად იყო წინასწარ ჩადებული, მაშინ ასეთი კვალი არ უნდა დაეტოვებინათ," - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე შეფასებით, მსგავსი სისასტიკის ნახვა ევროპელი ლიდერებისთვის ძალიან სენსიტიურია, რადგან მათი დღევანდელი უმოქმედობა ამ სისასტიკეში თანამონაწილეობას ნიშნავს.

„წარმოიდგინეთ ეს ხდება შუა ევროპაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ქვეყანაში და 21-ე საუკუნეში. ეს არის ძალიან თვალშისაცემი და ძალიან სენსიტიური, თუნდაც ევროპელებისთვის, ევროპელი ლიდერებისთვის, იმიტომ, რომ მათი დღევანდელი უმოქმედობა არის თანამონაწილეობა აი, ამ სისასტიკეში, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ,“ - აღნიშნა კაპანაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა