ნინო ლომჯარია - სააკაშვილი საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება - ეს არის მნიშვნელოვანი ხარვეზი მისი მკურნალობის მიმართულებით

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მას როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური რეაბილიტაცია ესაჭიროება.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სერვისები ამ დრომდე არ მიეწოდება, რაც მისი მკურნალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზია.

,,ჩვენი წარმომადგენლები რეგულარულ ვიზიტებს ახორციელებენ მიხეილ სააკაშვილთან, ისევე როგორც სხვა პატიმრებთან. ამიტომ, მისი მდგომარეობის შესახებ მუდმივად ვართ ინფორმირებულები. მივიღეთ გამოკვლევის შედეგები, რომელიც მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ ჩაუტარდა, როდესაც ეს მონაცემები გავუზიარეთ ჩვენს კონსილიუმს გვითხრეს, რომ ეს შედეგები იდენტურია მათი დასკვნისა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ჩვენი შეფასება არის უცვლელი, ის საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი ხარვეზი მისი მკურნალობის მიმართულებით”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს