ლევან დავითაშვილი - ილია დარჩიაშვილი იქნება ღირსეული საგარეო საქმეთა მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ილია დარჩიაშვილი ღირსეული ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, სად მიდის აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ან ვინ იქნება მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს და მას ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს.

„სამწუხაროდ, მე არ მაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომ საზოგადოებას მივაწოდო იქნება შესაბამისი განცხადებები და საზოგადოება გაიგებს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც იქნება მიღებული დავით ბაქრაძესთან და კანცელარიის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილი ჩვენი გუნდის წევრია დიდი ხანია, კომპეტენტური ადამიანია, რომელსაც აქვს ასევე დიდი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის. აქვს გამოცდილება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პირობებში გუნდთან, კოლეგებთან მუშაობის. ვფიქრობ, ეს გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ილია დარჩიაშვილი იქნება ღირსეული ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, ოპოზიციის შეფასებებზე, რომ ახლა მთავრობაში საკადრო ცვლილებებისთვის ცუდი დრო იყო, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ „ამაზე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია“.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრად დღეს ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, ხოლო ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა