ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურისტული სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, თავად სექტორის მოთხოვნა იყო, რაც მთავრობამ დააკმაყოფილა

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურისტული სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, თავად სექტორის მოთხოვნა იყო, რაც მთავრობამ დააკმაყოფილა.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მალე განახორციელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას სექტორმა ერთ-ერთ მთავარ თხოვნად ზუსტად გადასახადის გაუქმება დაასახელა. 2021 წელი აღდგენით კი გამოირჩეოდა ტურიზმის სექტორში, მაგრამ იყო ლოკდაუნი, ბევრი შეზღუდვა და ტურისტული სექტორი საკმაოდ დაზიანდა. მათთვის რთული იქნებოდა გადასახადის გადახდა ამ პირობების გათვალისწინებით. ჩვენ ვიმსჯელეთ მთავრობაში და პრემიერ-მინისტრმა მას მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მალე განახორციელებს და 2021 წლის ქონების გადასახადისგან, რომელიც აპრილის თვეში უწევდათ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, გათავისუფლდებიან. აქ არის სარესტორნო, სასტუმრო და ა.შ. ის ობიექტები, რომლებიც 2020 წელსაც იყვნენ გათავისუფლებულნი გადასახადისგან და 2021 წელსაც გათავისუფლდებიან. იმედი გვაქვს, რომ წელს ტურისტული სექტორი შეძლებს აღდგენას და ასეთ საკითხებზე მომავალში მსჯელობა აღარ მოგვიწევს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა