საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავთა განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული. პოლიცია განლაგებულია სასამართლოს ეზოს როგორც შესასვლელთან ისე, სასამართლოს შიდა პერიმეტრზე. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძეც. ამასთან, სამართალდამცავებმა განალაგეს ბარიკადები, რომლის მიღმაც 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა მხარდამჭერები დგანან.

პარალელურად სასამართლოში კი, 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

ცოტა ხნის წინ, სასამართლოში მივიდნენ ჟურნალისტების სოლიდარობის მიზნით სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები, რომლებსაც პოლიციამ მიმართა, რომ უსაფრთხოების მიზნით სხვა ადგილას გადაინაცვლონ.

“თქვენი უსაფრთხოების ნორმების არ მჯერა, ეს სამწუხაროდ გამოცდილი მაქვს. ჟურნალისტების მხარდასაჭერად, სოლიდარობისთვის ვარ მოსული”, - მიმართა სამართალდამცავებს “სირცხვილიას” წევრმა ზუკა ბერძენიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა