ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

დაკავებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს შეეფარდათ პატიმრობა 1 წლითა და 3 თვის ვადით, ილია ქებაძეს, თემურ ხარაულს მი 1 წლისა და 2 თვის ვადით, უშანგი დათუნაშვილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლემ ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირდა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.

აღნიშნული ეპიზოდი „მთავარი არხის" ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის და ამავე კომპანიის ოპერატორის, დავით ახალაძის, „ფორმულას" ჟურნალისტის, რატი წვერავას, „იმედის" ჟურნალისტის, დიმიტრი ყირიმლიშვილის და ამავე მაუწყებლის ოპერატორის, შოთა კერვალიშვილის, „ტაბულას" ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ამავე მედიასაშუალების ოპერატორის, დავით ქორიძის, „რუსთავი 2"-ის ოპერატორის, ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, სადაც დაკავებულების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობაა ასახული. ამასთან, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.

აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს