ირაკლი კობახიძე - მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა - რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის

მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს, - ასე უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას არააქტიური პოლიტიკური საქმიანობისა და ზაალ უდუმაშვილის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დატოვების შესახებ.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თანდათან დასუსტება ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება.

„ურთულეს მდგომარეობაშია ეს პარტია სხვადასხვა მიზეზის გამო, აბსოლუტურად წარუმატებლები არიან ყველაფერში, მათ შორის, არჩევნებში და ბოლო არჩევნები ზუსტად ამის დასტურია. მათ აიღეს 31% იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში მოგებული ჰქონდათ არჩევნები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე ტენდენცია აქვს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. რაც შეეხება შიდა კონფლიქტებს, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში რთული მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაფერი ბათუმშიც გამოჩნდა, მაგალითად, მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა