ირაკლი ქადაგიშვილი - სახალხო დამცველი პოლიტიკურად ანგაჟირებულია

სახალხო დამცველი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშს.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, პარლამენტის სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ დოკუმენტს ყურადღებით შეისწავლის და თუ მასში ობიექტური შენიშვნა იქნება, გაიზიარებს.

“სამწუხაროა, როდესაც სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მისი პოლიტიკურად ანგაჟირებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როცა მთელ კამპანიას ორკესტრირებდა, თითქოსდა, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან და წამებასთან დაკავშირებით. მისი პოლიტიკური ანგაჟირების მიუხედავად, მის დასკვნას ყურადღებით გავეცნობით და ობიექტურად შევაფასებთ. ის პოლიტიკურად ანგაჟირებულია ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა