ეკა გიგაური - მთავრობა სოლიდარობას არ უცხადებს უკრაინას, არ უერთდებიან საერთაშორისო სანქციების რეჟიმს და ამით არ გამოხატავენ მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორების მიმართ

ხელისუფლების წარმომადგენლები მოქმედებენ მხოლოდ თავიანთი ინტერესების შესაბამისად. ეროვნული ინტერესი არ შეიძლება იყოს, რომ არ იყო დასავლეთის პარტნიორი და დააშინო მოქალაქეები ომით, - ასე აფასებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს.

მისივე თქმით, შეუძლებელია ხელისუფლების წარმომადგენლები პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებდნენ, ვინაიდან ,,არ შეიძლება იყო იმ ქვეყნის მხარეს, რომელიც გენოციდს სჩადის და აგებს ომს, შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ რუსეთთან გარკვეული კავშირები, ან ვალდებულებები აქვთ".

„ყველანი ვხვდებით, რომ საქართველოში არის კრიზისული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი გავლენას ახდენს და მოახდენს საქართველოს ვითარებაზე, ასევე იმაზე როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. ყველას გვადარდებს მთავრობის პოზიციები და გადაწყვეტილებები, რომელსაც ისინი იღებენ, ასევე ის თუ სად მიდის ჩვენი ქვეყანა. ჩემი აზრით, არასწორი მიმართულებით მივდივართ და დასავლელ პარტნიორებს უკვე აქვთ კითხვები თუ სად ვართ ჩვენ. მთავრობა სოლიდარობას არ უცხადებს უკრაინას, არ უერთდებიან საერთაშორისო სანქციების რეჟიმს და ამით არ გამოხატავენ მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

ჩემი აზრით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მთავრობამ ფაქტობრივად ამოაშენა კედელი და არავის ელაპარაკება, არ ვიცით რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ან რატომ. არ მჯერა, რომ მათ ალაპარაკებთ პრაგმატული პოლიტიკა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული კავშირები, ან ვალდებულებები აქვთ რუსეთთან. არ შეიძლება იყო იმ ქვეყნის მხარეს, რომელიც გენოციდს სჩადის და აგებს ომს. ხელისუფლების წარმომადგენლები მოქმედებენ მხოლოდ თავიანთი ინტერესების შესაბამისად, ეროვნული ინტერესი არ შეიძლება იყოს, რომ არ იყო დასავლეთის პარტნიორი და დააშინო მოქალაქეები ომით”, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა