გრიგოლ ვაშაძე - დავით ზალკალიანი საკადრო დიპლომატია, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია - იმედი მაქვს, ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში

დავით ზალკალიანი საკადრო დიპლომატია, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია - ოთხი წლის განმავლობაში, როცა ის მინისტრი იყო, შეგშურდებათ ისეთი ხარისხისა და რაოდენობის ინფორმაცია მისდიოდა, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ეფექტური ელჩი იქნება.

კითხვაზე, არის თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ელჩად დანიშვნა დაქვეითება, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს ასე არ არის და ამის უზარმაზარი პრაქტიკა არსებობს.

"ამის პრაქტიკა უზარმაზარია. რამდენიმე მაგალითიდან რომ ამოვირჩიო, ჩემი მეგობარი, ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარის რიეკსტინში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო ისევე, როგორც კარლ ჰარცელი საქართველოში. შემიძლია ასეთი 15 მაგალითი მოგიყვანოთ. დავით ზალკალიანი საკადრო დიპლომატია, უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ოთხი წლის განმავლობაში, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შეგშურდებათ ისეთი ხარისხის და რაოდენობის ინფორმაცია მისდიოდა. იმედი მაქვს, ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში. მით უმეტეს, დღევანდელ საშინელ პერიოდში, როცა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მართლწესრიგი გაქრა. ასევე, როცა საერთაშორისო ურთიერთობებში ერთადერთი არგუმენტი ბირთული იარაღი გახდა, საქართველოს, როგორც არასოდეს, ისე სჭირდება ეფექტურად მომუშავე საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში", - განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვას, ასეთ რთულ დროს რამდენად სწორია გადაწყვეტილება საგარეო მინისტრის შეცვლის შესახებ, ვაშაძემ ასე უპასუხა: “ერთ კლასიკურ ნაწარმოებშია ნათქვამი - “ცა ანგელოზებს დავუტოვოთ, ჩვენ როგორც მარქსისტებმა მიწაზე ვიმუშაოთ”.

"რაც მოხდა, მოხდა. კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში იყოს ნორმალური, ეფექტური, პროდასავლური, ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქვეყანას 2024 წლის არჩევნებამდე მიიყვანს”, - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით