სანდრო რაქვიაშვილი - განსაკუთრებულად მიუღებელია და ამორალურია ღარიბაშვილის განცხადება მაშინ, როცა მთელი მსოფლიო საუბრობს ბუჩაში ტრაგედიაზე

განსაკუთრებულად მიუღებელია და ამორალურია ღარიბაშვილის განცხადება მაშინ, როცა მთელი მსოფლიო საუბრობს ბუჩაში ტრაგედიაზე - არ წარმომიდგენია, ამ განცხადების მერე ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს ოფიციალური ვიზიტით კიევში, როცა უკრაინა გაიმარჯვებს და იქ საზეიმო აღლუმი გაიმართება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა განვითარება ექნება საქართველო- უკრაინის ურთიერთობას პრემიერ- მინისტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ.

რაქვიაშვილი ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მსგავსი განცხადების შემდეგ თანამდებობაზე მუშაობა მშვიდად გააგრძელოს.

"ჩვენს პრემიერ-მინისტრს იმდენი უცნაური განცხადება აქვს გაკეთებული, რომლის შემდეგ უნდა დაეტოვებინა პოსტი, რომ მოულოდნელი არ იქნება კიდევ მორიგი ასეთი განცხადების გაკეთება, სამწუხაროდ. თუმცა, განსაკუთრებულად მიუღებელია და ამორალურია, რომ ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მთელი მსოფლიო საუბრობს ბუჩაში ტრაგედიაზე და ამ ფონზე, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს უკრაინის დასჯაა. არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს განცხადება გააკეთო და მშვიდად გააგრძელო ამის შემდეგ მუშაობა.

მე უბრალოდ არ წარმომიდგენია ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს ოფიციალური ვიზიტით კიევში მას შემდეგ, რაც კიევი გაიმარჯვებს, იმდენად არაადეკვატური პოზიცია აქვს ჩვენს მთავრობას დაკავებული, რომ სირცხვილი იქნება იქ აღმოჩნდეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. არადა მე მინდა, რომ იქ ჩვენი წარმომადგენელი იყოს, როცა კიევში საზეიმო აღლუმი გაიმართება, მაგრამ როგორ უნდა ჩახვიდე ამ განცხადების მერე?! ახსნა არ მაქვს,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, ეს იქნებოდა უკრაინა. მისივე თქმით, ამის შემჩერებელი არავინაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო