თინა ხიდაშელი - ასეთი მონობა, რომელსაც ჩვენი პრემიერი დღეს ავლენს, ამ ქვეყანაში, ღიად და საჯაროდ ჩვენ არასდროს, არავისგან მოგვისმენია

ასეთი მონობა, რომელსაც ჩვენი პრემიერი დღეს ავლენს, ამ ქვეყანაში, ღიად და საჯაროდ ჩვენ არასდროს, არავისგან მოგვისმენია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „მუდმივად უმტკიცებს რუსეთს ერთგულებას“.

„სამედიცინო სექტორის გადასაწყვეტია, რეალურად, რა ფორმის არის ის შიზოფრენია, რასთანაც საქმე გვაქვს, მაგრამ მგონი, ხელისუფლებას მართლა ჰგონია, რომ აქ შიდა მტერი გაცილებით უფრო დიდი ჰყავთ, უფრო პრობლემურია. ეს შიდა მტერი ვართ თქვენ, მე, ოპოზიცია ერთად აღებული, ვიდრე რუსეთი. რეალურად, ვერ ხედავენ, რომ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას არა მარტო უკრაინა და საქართველო, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო. მათ ძალიან კონკრეტული და გამოკვეთილი შიში აქვთ, ზოგს საკუთარი წარსულის, ზოგს აწმყოს გამო, ზოგს ვიღაცის მიმართ ლოიალობის გამო. პრემიერი რომ საუბრობს, სულ იმის განცდა მაქვს, რომ ვიღაცას, ჩვენ რომ ვერ ვხედავთ, იმას ელაპარაკება სინამდვილეში და მედია იმისთვის სჭირდება, რომ კომუნიკაციისთვის შუამავალი იყოს იმ ვიღაცასთან, ვინც ჩვენ არ ვიცით. სხვა არაფრით აიხსნება ის, რომ 25 თებერვალს გააკეთა ასეთი განცხადება. ასევე, ბუჩაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ამ დანაშაულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის აღბეჭდვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო შეძრულია, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტიც კი იმაზე საუბრობს, რომ ამ კვირაში უნდა დასრულდეს რუსეთისგან გამოწვეული ენერგეტიკული პრობლემები, ამ ფონზე, ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი ამ განცხადებებს აკეთებს, ნიშნის მოგებით ელაპარაკება უკრაინას. ამას სხვა არაფერი ჰქვია, გარდა იმისა, რომ ვიღაცას ანგარიშს აბარებს", - განაცხადა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო