გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის.

„ვერ გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელია, რადგან ფონი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად არის შექმნილი, განცხადებები, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ, სწორედ ემოციურად ამზადებს საზოგადოებას მსგავსი ინფორმაციის მისაღებად. ამიტომ, უფრო სახიფათო მოვლენები ალბათ წინ გველოდება, ვიდრე ამ წუთას ვისმენთ იმიტომ, რომ ცხადია, ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ძალიან მალე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, ნამდვილად მივდივართ ნატოსა და ევროკავშირისკენ თუ რეალურად, ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობს, ის არის კოლაბორაციონისტული და თანამონაწილე ხდება ბავშვების, ქალების და უდანაშაულო ადამიანების ხოცვაში უკრაინაში, რომელსაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ", - განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს.

„საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“,- განაცხადეს უკრაინის თავადაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი წყაროს შესახებ, მათი მტკიცებით, ეს აღმოსავლეთ აზიის არხია.

უკრაინის დაზვერვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ახლა განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო