ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, გააკეთოს ცხადი და არაორაზროვანი განცხადება, რომ ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარების არავითარი გეგმა არ გააჩნია

“ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, გააკეთოს სრულყოფილი, ცხადი და არაორაზროვანი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარების არავითარი გეგმა არ გააჩნია.

მისივე თქმით, აუცილებელია საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმის გამოყენება. როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ტიპის საკითხებზე საჯაროობა და გამჭვირვალობა საქართველოს ყველა ტიპის რისკისგან დააზღვევს.

“არ მგონია ვინმეს ეჭვი გვეპარებოდეს, რომ რუსეთის სახელმწიფოს ექნება ინტერესი იმისა, მოიძებნოს ქვეყანა, რომელიც მას სანქციებისთვის გვერდის ავლაში დაეხმარება. არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საქართველო ასეთ “შავ ხვრელად“ გადაიქცევა. ამაზე ფიქრიც კი, ქვეყანას უზარმაზარი დარტყმის წინაშე დააყენებს. არაერთხელ მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორებისა და მაღალი თანამდებობის პირების მკაფიო განცხადებები იმის თაობაზე, რომ თუ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტს რუსეთისათვის სანქციების თავის ავლის მექანიზმი გახდეს, სანქციების ობიექტით თავად ასეთი ქვეყანა გახდება. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები ხშირ შემთხვევაში მერყევი და ორაზროვანია, ხოლო გამოხატულება - უკიდურესად სამარცხვინო, არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ოდესმე პრაქტიკაში მოხდება.

დღესვე აუცილებელია მკაფიო უარყოფა ყველა მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ამის შესახებ უკრაინული მედია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს.

“საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა დაკარგა. სანქციების გვერდის ავლით რუსეთის აგენტები კონტრაბანდის არხებს აყალიბებენ, რომლებიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“, - განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი წყაროს შესახებ. მათი მტკიცებით, ეს აღმოსავლეთ აზიის არხია.

უკრაინის დაზვერვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ახლა განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა