პარლამენტი გენდერული თანასწორობის ახალ სახელმწიფო კონცეფციას დაამტკიცებს

პარლამენტი გენდერული თანასწორობის ახალ სახელმწიფო კონცეფციას დაამტკიცებს. კონცეფციის დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი მზად არის, რომელსაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და გენდერული თანასწორობისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და ბავშვთა ასაკში ქორწინების მაჩვენებელი.

ამასთან, ჯერ კიდევ დაბალია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. წილოსანის თქმით, გარდა იმისა, რომ პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიხედვით, საქართველო 192 ქვეყანას შორის 119-ე ადგილს იკავებს ასევე, გენდერული თანასწორობის კუთხით, არის სხვა ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, როგორიცაა ქალების ნაკლები მონაწილეობა ეკონომიკაში და მათი ამ კუთხით გაძლიერება.

წილოსანის განცხადებით, გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ ქალების სეგრეგაცია ხდება უფრო დაბალ შემოსავლიან პროფესიებში, ასევე გენდერული ნიშნით სახელფასო განსხვავება, ბიზნესის სფეროში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე ქალების მცირე რაოდენობა.

“სახელმწიფოს მიაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად პრიორიტეტებს წარმოადგენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები და მათი დაცვა. გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა, ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა, ქალების მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგი, ადამიანით ვაჭრობა და სექსუალური ექსპლუატაცია, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა. ხელოვნება და სპორტი, გენდერული მეინსტრიმინგი. თითოეული ამ მიმართულებით, კონცეფციაში დეტალურად არის გაშლილი ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს და რომელსაც სახელმწიფომ თავისი განაცხადით და ამ კონცეფციის ძირითადი შინაარსით უნდა უპასუხოს, რაც უკვე შემდგომში, სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებში თუ კანონმდებლობებში ჩაიშლება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა