პროკურატურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის ილია თვალიაშვილის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის ილია თვალიაშვილის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ის ფაქტი, რომ ილია თვალიაშვილმა ძალადობის შედეგად შრომისუნარიანობა დაკარგა, სამედიცინო დოკუმენტებითაც დასტურდება, მალე კი აღნიშნულის დამადასტურებელი სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი გახდება ცნობილი.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები და "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას, ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას, ასევე საქართველოს "პირველი არხის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე 6-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალად წარდგენილი ქმედების მოტივი და მკაცრი სასჯელი განსაზღვრა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ექსპერტიზა დასრულებული არ არის, კვლევის პროცესშია, თუმცა ვინაიდან ილია თვალიაშვილი გამოძიების პროცესში აცხადებდა, რომ მან ფაქტობრივად შრომის უნარი დაკარგა და ვეღარ ასრულებს პროფესიულ საქმიანობას, გარკვეული პერიოდი მას მხედველობაც დაქვეითებული ჰქონდა, რაც საქმის შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდებოდა.

ბრალდების მხარე ილია თვალიაშვილის ნაწილში ზემდგომ ინსტანციაშიც იდავებს და აუცილებლად წარადგენს, ვინაიდან ილია თვალიაშვილის სამედიცინო დოკუმენტები, რომელიც საქმის პროცესში იქნა ამოღებული, იმის შეფასების შესაძლებლობას, რომ მას საერთო შრომისუნარიანობა დაუქვეითდა, იძლეოდა, ვინაიდან თვალიაშვილი ოპერატორია და მას 10 დღეზე მეტი მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული, რაც ექიმის ჩანაწერებით იყო დადასტურებული", - განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძეს ბრალის კვალიფიკაციის შეცვლა. ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, მუხლის კვალიფიკაცია ძალადობით შეიცვალა, ვინაიდან მოსამართლის განმარტებით, საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს