მედეა ჯანიაშვილი - 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება ტურიზმის ინდუსტრიისთვის სტიმულის მიმცემია

2021 წლის ქონების გადასახადისგან ტურიზმის სფეროს გათავისუფლებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი დადებითად აფასებს.

მედეა ჯანიაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათები სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის სტიმულის მიმცემი იქნება.

„ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან და ყველა საჭიროება განიხილება შეხვედრებისას. ძალიან სასიხარულოა, რომ 2021 წლის ქონების გადასახადი სრულად ჩამოეწერათ განთავსების, კვებისა და სასმელების ობიექტებს, ასევე ტურ-ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს, რაც მათთვის დამატებით შეღავათია აწარმოონ ბიზნესი და მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღადგინონ ის ტურისტული ნაკადები, რომლებსაც ვმასპინძლობთ. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დაწყებიდან სახელმწიფო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს კერძო სექტორს, რისი მთავარი მიზანიც ტურიზმის ინდუსტრიის ძალიან სწრაფი და დროული აღდგენაა“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება: სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა