პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ გახორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.გ-ს მიმართ პატიმრობის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებით, პროკურატურამ რეაგირების მიზნით სპეციალური პენიტენციურ სამსახურს მიმართა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 მარტს, პატიმართან შეხვედრის შემდგომ, ქალაქ რუსთავში მდებარე N16 პენიტენციური დაწესებულების გამოსასვლელთან იმყოფებოდა ადვოკატი შ.თ., რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეტალო დეტექტორის საშუალებით შეამოწმა ინსპექტორმა გ.გ-მ. შემოწმების პროცესში, გ.გ-სა და შ.თ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება. კონფლიქტისას, გ.გ-მ საკითხის გასარკვევად, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატი შეიყვანა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მისი ქმედების დაფიქსირება სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით. რამდენიმე წუთის შემდგომ, გ.გ და შ.თ. გამოვიდნენ ზემოხსენებული ოთახიდან, რა დროსაც, გ.გ.-მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და იგი შეაკავეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა.

გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.გ-ს მიმართ პატიმრობის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, დამატებით, პროკურატურამ რეაგირების მიზნით მიმართა სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ადვოკატების მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი