ანრი ოხანაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციაზე - ეს არის მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთი უბინძურესი რგოლი - ადეკვატური და მკაცრი რეაქცია იქნება

ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი რგოლი - ამაზე ადეკვატური და მკაცრი რეაქცია იქნება! - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს იმ ინფორმაციის კომენტირებასას გააკეთა, რომლის თანახმად, რუსეთი სანქცირებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანას საქართველოს გავლით კონტრაბანდის სახით გეგმავს.

ამ კონტექსტში ოხანაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის“ გავლენებზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, საზოგადოება კარგად ხედავს, რა როლი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას“ და კრიმინალებად გამოცხადებულ კონკრეტულ პირებს, რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

„ეს მორიგი პროვოკაციაა, თუმცა ყველა სხვა პროვოკაციისგან განსხვავებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე უბინძურესი პროვოკაციაა, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგვისმენია. ამ უმძიმეს პროვოკაციას პასუხი გაეცემა.

გვაქვს უნარი იმისა, ერთ საკითხის ამოგლეჯილად არ შევხედოთ. საკითხების ქრონოლოგიას რომ დავაკვირდეთ, ითქვა, რომ თურმე საქართველო ოკუპანტის წინააღმდეგ შესაბამის ტრიბუნებზე მონაწილეობას არ იღებდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას არ აგზავნიდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები კონკრეტული საკითხების გაჟღერების მიზნით.

რეალურად კი პირიქით ხდებოდა, როცა საქართველოს ხელისფლებამ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა და საქართველომ მიიღო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი დოკუმენტი.

შემდგომ ვიხილეთ პროვოკაცია - არ ვიცი ეს ელჩის რა ტიპის გაწვევა იყო და რას ემსახურებოდა. მორიგი პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მეშვეობით... ასევე გვახსოვს კონკრეტულ ქმედებებში ეჭვმიტანილი პირის უსაფრთხოების საკითხებში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა. ამის შემდეგ აი ამ ნაბიჯს ვხედავთ. დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ. ეს ცალკე განყენებული საკითხი არ არის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარი რესურსის გათვალისწინებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ამის შესახებ უკრაინული მედია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს.

“საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა დაკარგა. სანქციების გვერდის ავლით რუსეთის აგენტები კონტრაბანდის არხებს აყალიბებენ, რომლებიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“, - განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი წყაროს შესახებ. მათი მტკიცებით, ეს აღმოსავლეთ აზიის არხია.

უკრაინის დაზვერვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ახლა განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო