კახა კალაძე - გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩვენი ქვეყნის გავლით კონტრაბანდის შეტანის თაობაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა

თბილისის მერი კახა კალაძე „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

კახა კალაძის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისთვის „ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად“.

„დღეს გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში ჩვენი ქვეყნის გავლით კონტრაბანდის შეტანის თაობაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად და ამის უკან ორი მეგობარი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეები დგანან!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა