ირაკლი კობახიძე ბიბილოვის განცხადებაზე - რაც მეტ ყურადღებას მივაქცევთ ამ განცხადებებს, მით უფრო უკეთესი იქნება განცხადების ავტორისთვის, ამიტომ, სჯობს, რომ  იგნორირება გავუკეთოთ

რაც მეტ ყურადღებას მივაქცევთ ამ განცხადებებს, მით უფრო უკეთესი იქნება განცხადების ავტორისთვის, ამიტომ, სჯობს, რომ ამ განცხადებას იგნორირება გავუკეთოთ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს - პირველი: რუსეთთან შეერთების, მეორე კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ყველაფერს ე.წ. წინასაარჩევნო მიზანი აქვს.

„ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. არჩევნები ტარდება და ზუსტად წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის კეთდება ხოლმე ტრადიციულად ასეთი განცხადებები და ესეც პირდაპირ კავშირშია ამ ე.წ. არჩევნებთან.

რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენ ამ განცხადებებს, რომლებსაც, ბუნებრივია, არალეგიტიმურად ვცნობთ, მით უკეთესი იქნება განცხადების ავტორებისთვის. ამიტომ, უმჯობესია, რომ განსაკუთრებული ყურადღებით არ მოვეკიდოთ იმ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება არალეგიტიმურ რეფერენდუმს, არალეგიტიმურ არჩევნებს და სხვა არალეგიტიმურ მოვლენებს", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის მიხედვითაც, ბიბილოვმა თქვა, რომ საქართველოდან წამოსულ ყველა პროვოკაციას უპასუხებს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც, ყველა განცხადება დაკავშირებულია ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიასთან, რომელსაც ბიბილოვი ატარებს.

„იგივე მუშტების ქნევაც ამასთანაა დაკავშირებული, რომ მას ცხინვალის რეგიონში ვიღაცამ მოუსმინოს და მეტი მოტივაცია ჰქონდეს მხარი დაუჭიროს ბიბილოვის კანდიდატურას“, - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთში", შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: "პირველი რუსეთთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ".

მისი თქმით, ცხინვალი მალე გადადგამს „სამართლებრივ ნაბიჯებს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის. ბიბილოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს და რეფერენდუმი, შესაძლოა, 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო