მიხეილ სააკაშვილი - მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის

მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ აქ, თბილისში, "მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს".

„ბუჩა არის წყნეთისხელა ადგილი, წყნეთის მსგავსი ადგილი, რომელიც არის კიევის გარეუბანი, ეს ველურები შეესივნენ და დახოცეს იქაც, ირპენშიც, უამრავი ადამიანი. ამიტომ ეს არის დიდი ტრაგედია და მე ქედს ვიხრი ყველა დაღუპულის წინაშე. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის. ლოზუნგით: „აბა, ომი ხომ არ გინდათ?!“ მინდა მათ ვუთხრა, ვინც ამ ლოზუნგს ჭამს, მეგობრებო, ომი და უბედურება მას შემდეგ დაიწყება, როცა ჩაგვაბარებენ. 2008 წელში მე გადავარჩინე თბილისი ამ ტრაგედიას, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო გვერდით დაგვიდგა. ბუჩა ჩაბარებული იყო იმ გაგებით, რომ ოკუპირებული იყო. ბუჩაში ის ხალხი, ვისაც ხელები გაუკოჭეს და ვინც დახოცეს, ყელი გამოჭრეს, ტყვია ესროლეს, იმ ხალხს არ ჰქონდა წინააღმდეგობის თავდაპირველი სურვილი. ის ხალხი უბრალოდ დახოცეს, იმიტომ, რომ როცა ოკუპანტი შემოდის, ის მერე იწყებს სისხლის ღვრასა და ხოცვას. თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ აქ, თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს. ის, ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, ჩაბარებაზე ლაპარაკობს, ის ხალხია, ვინც გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაცნობიერებული გვქონდეს. ჩვენ არ ვართ მოღალატეების ერი, ჩვენ ვართ მებრძოლი ერი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო