მიხეილ სააკაშვილი - ომის პარტია არის ის, ვინც ქადაგებს, რომ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ საქართველო

ომის პარტია არის ის, ვინც ქადაგებს, რომ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„აღმშენებლობის დრო მალე დაბრუნდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მტერი შემოვიდეს და კაპიტულანტების მეშვეობით დაიკავოს ის, რაც 2008 წელს ვერ შეძლო. თუ ეს მოხდა ქართველი ერი გაქრება, იმიტომ, რომ ამჯერად აღარ გვაპატიებენ, ზედმეტად დიდ ხანს ვუწევდით წინააღმდეგობას, არ გვაპატიებენ და ამიტომ, ეს არ დავუშვათ.

ომის პარტია არის ის, ვინც ქადაგებს, რომ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ საქართველო. ეს არის არამხოლოდ ომის პარტია, არამედ ეს არის საქართველოში სისხლისღვრის, უბედურების, ქართველი ერის განადგურების პარტია, ვინც ქადაგებს, რომ ჩვენ რუსეთის დაკრულზე უნდა ვიცეკვოთ. რაც შეეხება უკრაინის ბრალდებებს, მე მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალი არ არის, მაგრამ თუ ეს მართალი არ არის, მაშინ, გამოქვეყნებული უნდა იყოს ინსტრუქცია“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო