ანზორ ბიწაძე - ევროპარლამენტის კიდევ ერთი ასეთი ანგარიშის შემდეგ, ვიზალიბერალიზაციაც სათუო გაგვიხდება

ევროპარლამენტის ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირში კარგად დაინახეს, თუ რა გზას ადგას საქართველო უკანასკნელი წლების მანძილზე. გაყალბებული არჩევნები, სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული ნგრევა, მედიაზე შეტევა, კორუფციის ზრდა - ეს ყველაფერი ნათლად არის ასახული ევროპარლამენტის ანგარიშში, - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.

მისი განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიამ „ერთიანმა საქართველომ” არაერთხელ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციაც კი შესაძლოა დაკარგოს ქვეყანამ, არა თუ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რადგან ისეთი მმართველობის სისტემა როგორიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა, სრულ შეუსაბამობაშია ცივილიზებულ სამყაროსთან.

,,ამ ანგარიშის შემდეგ, საინტერესოა რა პასუხს გასცემს საზოგადოებას ხელისუფლება, რომელმაც ორიოდე კვირის წინ ზარ-ზეიმით გვაუწყა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. ევროპარლამენტის ანგარიში კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს კიდევ უფრო მეტ დროს და შესაბამისად პერსპექტივასაც“, - აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა