რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტის ანგარიში არაერთ უზუსტობას შეიცავს

ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს, არაერთ უზუსტობას შეიცავს.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი სინამდვილეში მომზადებულია არა ევროპარლამენტარების, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ, რომელიც კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენს.

„საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება. ანგარიშში სასიამოვნოდ წასაკითხი იყო, რომ დადებითად არის შეფასებული საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირებთან დაკავშირებით მიღებული კანონი და ბავშვთა კოდექსი, თუმცა ფაქტია, რომ ანგარიში ძალიან ბევრ უზუსტობას შეიცავს. მასში საუბარია მმართველ კოალიციაზე, რაც დღეს საქართველოში არ არის.

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია მუშა პროცესია და ამ მიმართულებით სამუშაოს ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ. ევროპარლამენტარების საბოლოო ოფიციალური შეფასება პოზიტიური იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად ახორციელებს ძალაუფლებას ხელში ჩაგდების კონცენტრირებას, ამასთანავე ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის". ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს