შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა.

„ყურადღება გამახვილდა მჭიდრო საპარლამენტო კავშირებზე, განსაკუთრებით, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. გამოიხატა მზადყოფნა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო