ანა დოლიძე - გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ - პეტიციას, რუსეთის მოქალაქეებისათვის ქონების მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით, 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ. 10 ათასმა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, სადაც პარტია „ხალხისთვის“ ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდეს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაემორჩილოს და აღასრულოს ხალხის ნება.

„პარტია „ხალხისთვის“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალოთ უძრავი ქონების ყიდვა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება. ეს არის პირდაპირი დემოკრატიის გამოხატვა და მას ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაემორჩილოს. დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი და დემოგრაფია რეალურ საფრთხეშია. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ მოახერხებს საქართველოს პირდაპირ ოკუპაციას, მას მიეცემა საშუალება დემოგრაფიული და ეკონომიკური ოკუპაციის. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ უსაფრთხოების ზომები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ მშვიდობა და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მეორე მხრივ კი, დავიცვათ საქართველოს უსაფრთხოება და მომავალი. ამიტომ, ჩვენი პარტიის „ხალხისთვის“ ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ მოხდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გადაცემის და უძრავი ქონების მიყიდვის შეჩერება. დროებით გამოცხადდეს მონატორიუმი, ვიდრე არ გადაივლის ის კრიზისული სიტუაცია, რომელიც ხდება უკრაინაში. ამ კრიზისს კი უკავშირდება საქართველოში რუსეთის და ბელოარუსიის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს სასწრაფო-საემიგრაციო რეფორმა, რომლის მიხედვითაც გაამკაცრებს ჩვენს საემიგრაციო კანონმდებლობას და მოარგებს მას საქართველოს ინტერესს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო