მამუკა გამყრელიძე - ევროპარლამენტის მკაცრი ანგარიში „ქართული ოცნებისთვის“ არის „წითელი ბარათი“, რამაც შესაძლოა, დღის წესრიგში ხელისუფლების სწრაფი ცვლილება დააყენოს

ევროპარლამენტის მკაცრი ანგარიში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეფასებას ეხება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არის „წითელი ბარათი“ - საქართველოს ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთი მძიმე შეფასება ჯერ არ მიუღია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, დღის წესრიგში საქართველოს ხელისუფლების სასწრაფოდ შეცვლის საკითხი დადგეს.

გამყრელიძის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის ანგარიში რუსეთის და სხვა მსგავსი ავტოკრატიული ქვეყნების რეჟიმების შეფასებას, სულ უფრო ემსგავსება.

„შეფასებაში აღნიშნულია დემოკრატიის პრინციპებისგან უკუსვლა და აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფა. ხაზგასმულია მოქმედი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინება. აქცენტი კეთდება კანონის უზენაესობის უგულვებელყოფასა და განსხვავებული აზრის შეზღუდვაზე. ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის ანგარიში რუსეთის და სხვა მსგავსი ავტოკრატიული ქვეყნების რეჟიმების შეფასებას სულ უფრო ემსგავსება. დემოკრატიიდან უკუსვლა ყველა მიმართულებით აღინიშნება: სამართალი, მედია თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და პოლარიზაცია.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი შეფასებებისა ყველაზე საგანგაშო და საყურადღებოა გამოხატული წუხილი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. ანგარიშის ბოლოს დაცინვასავით მოჩანს საქართველოს პროგრესის აღნიშვნა, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხში.

განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს უკვე „წითელი ბარათი“ გახლავთ საქართველოს ხელისუფლებისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, დღის წესრიგში საქართველოს ხელისუფლების სასწრაფოდ შეცვლის საკითხი დადგეს. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ამ საფრთხეს ვერ აცნობიერებს და თვითტკბობასა და დასავლეთის მიმართ უხეში დაპირისპირების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. ეს მაშინ, როცა საქართველოს ბიუჯეტის შევსება მნიშვნელოვანწილად სწორედ დასავლეთის დახმარების ხარჯზე ხდება. ასეთი ანგარიშის შემდეგ დასავლეთის მხრიდან გარკვეულ ფინანსურ ზეწოლას არ გამოვრიცხავ. სამწუხაროდ, ეს ჩვენს მოსახლეობაზე მეტად აისახება, ვიდრე კორუფციაში ჩაფლულ მმართველ გუნდზე,“ - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს